LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან ამბრამოვიჩს კიდევ $7 მილიარდის აქტივები გაუყინეს

91
AP_18141387156854-e1544284401684

რომან აბრამოვიჩს სანქციების ახალი ტალღა დაატყდა თავს. სანქცირებული რუსი მილიარდერების ოფშორულ სიმდიდრეზე უკანასკნელი შეტევის ფარგლებში, ინგლისის დაქვემდებარებაში მყოფი კუნძულ ჯერსის ხელისუფლებამ ცნობილ ოლიგარქს $7 მილიარდის ღირებულების აქტივები გაუყინა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადების მიხედვით, აქტივების გაყინვის ბრძანება ჯერსის სამეფო სასამართლომ გასცა. პარალელურად, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა იმ შენობაში, რომელიც შესაძლოა აბრამოვიჩთან იყოს დაკავშირებული.

შეგახსენებთ, აბრამოვიჩს სანქციები ევროკავშირმა და დიდი ბრიტანეთმა, როგორც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ მაგნატს გასულ თვეში დაუწესა. აბრამოვიჩის წინააღმდეგ დასავლურმა სანქციებმა მილიარდერის აქტივები გაყინული, ხოლო მისი საფეხბურთო კლუბის, Chelsea-ს მომავალი გაურკვეველი დატოვა.

პარკირების ღირებულება დღეში 1000 დოლარი – რომან აბრამოვიჩის ბოინგი დუბაის აეროპორტშია გაჩერებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g