LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომან გოცირიძე: არ გვჭირდება ივანიშვილის ენით მოლაპარაკე „ტროიკა” – ჩვენ დაგველაპარაკოს ივანიშვილი

116
BeFunky-collage

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა საკითხზე თუ როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა გეგმა, რომელიც კომიტეტებთან სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტების შემუშავებას ითვალისწინებს, ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სესიის მოწვევაზე ალაპარაკდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ “ოცნების” გეგმა სასაცილოა, რადგან მმართველი გუნდი, მისივე შეფასებით, ამბობს, რომ “ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე”.

“ბიუროკრატების ძალიან კარგი გამოთქმაა, თუ გინდა, რომ საქმე არ გააკეთო, უნდა შექმნა კომისია. ეს კომისია თვალის ახვევისთვისაა მოგონილი. არ მოვტყუვდებით მეორეჯერ.

ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს. არ გვჭირდება ჩვენ ივანიშვილის ენით მოლაპარაკე „ტროიკა”. ჩვენ დაგველაპარაკოს ივანიშვილი და თქვას, როდის აპირებს თავი დაანებოს ფარულ ოლიგარქიულ მმართველობას და როდის უბრძანებს საკუთარ ხელქვეითებს, შესრულდეს 12-ვე რეკომენდაცია”, – თქვა რომან გოცირიძემ.

„ხალხი როცა დაიბრუნებს ძალაუფლებას, მაშინ გავხდებით ევროპის ნაწილი“ – რიგგარეშე სესიის მოწვევის ოპოზიციის გეგმა და გამოხმაურებები “ოცნების” შეთავაზებაზე

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები