დღეს ყველაზე პოპულარული სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ ფანები მსჯელობენ, დაბრუნდება თუ არა სეზონის მეექვსე ნაწილში ჯონ სნოუ. ამის პარალელურად თავად კიტ ჰარინგტონი ლონდონში ახალი სპექტაკლის „ექიმ ფაუსტის“ პრემიერითაა დაკავებული. მსახიობი თავის შეყვარებულთან, სერიალში პარტნიორთან როუზ ლესლისთან ერთად სპექტაკლის ავთერფართიზე გამოჩნდა. მოგვიანებით მათ „სამეფო კარის თამაშების“ კიდევ ერთი მსახიობი, ნატალი დორმერი შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი რამდენიმე თვეა რაც ერთად არიან.