LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომანტიკული გაქცევა“ შეყვარებულთან ერთად წმინდა ვალენტინის დღეს

travel

რა თქმა უნდა, სადღესასწაულო სიურპრიზებს და ძვირფას საჩუქრებს არაფერი სჯობია, თუმცა სიყვარულის დღის გატარება ყოველთვის განსხვავებულად გვინდა.

“ფორტუნა” გთავაზობთ ხუთ საუკეთესო ადგილს რომანტიკული უქმეებისთვის.

ბალი – არაჩვეულებრივი პლაჟი, ულამაზესი დაისი და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა – რა თქმა უნდა, არაფერი ჯობია ფანტასტიკური პეიზაჟის ფონზე რომანტიკული ვახშმის მოწყობას, რომლითაც ადგილობრივი რესტორნები გაგიმასპინძლდებიან და მხოლოდ გასტრონომიულ შედევრებს შემოგთავაზებენ.

მონტე-კარლო – ევროპული არისტოკრატიის საყვარელი ქალაქი ყოველთვის სიამოვნებით მასპინძლობს შეყვარებულ წყვილებს და იმ ზღაპარში მოგზაურობას სთავაზობს, რომელიც ოდესღაც გრეის კელიმ და თავადმა რენიემ შექმნეს.

პარიზი – მართალია, რომანტიკული მოგზაურობა პარიზში ბევრს ბანალურად მოეჩვენება, მაგრამ სიყვარულის დედაქალის ვალენტინის დღეს სტუმრობა არა მოძველებული მოდა, არამედ უბერებელი კლასიკაა.

ედინბურგი – შოტლანდიის დედაქალაქი ყოველთვის მონდომებით ემზადება ვალენტინის დღისთვის და შეყვარებულებსაც განსაკუთრებულ პროგრამას სთავაზობს შუასაუკუნეების არციქტექტურული შედევრების და ქალაქის თანამედროვე კვარტალების მონახულების ჩათვლით.

პორტო ერკოლე – იტალიაში მოგზაურობა ღრუბლიანი თებერვლის თვეში, მართლაც „მზიანი“ გადაწყვეტილებაა, რადგან სწორად ტურისტული მეგზურების იშვიათი „სტუმარი“ ტოსკანას პატარა ქალაქი – პორტო ერკოლო ითვლება საუკეთესო ადგილად საყვარელ ადამიანთან განმარტოებისა და დაუვიწყარი რომანტიკული უქმეების მოსაწყობად.

 

 

magti 5g