დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს შესაძლებლობა მიეცა პანდემის უფრო მასშტაბურად ებრძოლოს.
„კოვიდთან ბრძოლაში არეალი უფრო ფართოვდება, ქვეყანაში მესამე ვაქცინაა. შემოვიდა ჩინეთის კომპანია სინოფარმის მიერ წარმოებული „სინოფარმი“. ვფიქრობ, რომ ვაქცინების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გაფართოებას. რადგან პანდემიისა და ეპიდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ ვაქცინაციაზე. ამის საუკეთესო მაგალითებია ის ქვეყნები, სადაც მოსახლეობის 25 პროცენტი უკვე აცრილია. ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, სადაც სიკვდილიანობამ და მძიმე შემთხვევების რიცხვმა რადიკალურად იკლო“. – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო დღეებში ეპიდვითარება გაუარესდა, რაც იმის მიზეზი უნდა გახდეს, რომ ვაქცინაციას მოსახლეობამ უფრო მეტი ნდობა გამოუცხადა.
სინოფარმის სანდოობაზე კითხვები არ ისმის, აქტიური მიმოწერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან: ეკატერინე ტიკარაძე
ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის" 100 000 დოზა საქართველოში 1 აპრილს ჩამოვიდა.
„ჩვენც გვეძლევა საშუალება, რომ 100 ათასი დოზის მიღებით, ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოვდეს. მასობრივი საშუალება დაიწყოს მალე და ის ეპიდვითარება, რომელიც ბოლო 20 დღის განმავლობაში სამწუხაროდ ქვეყანაში გვქონდა, შეიცვალოს უკეთესობისთვის. საქართველოში ეპიდვითარება უარესდება, ისევე როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში. ახალი მონაცემებით ჩვენ გვაქვს ახალი 228 შემთხვევა, მაგრამ კვირას ეს მონაცემი ყოველთვის ვარდება, რადგან ტესდტირების რაოდენობა იყო მხოლოდ 92011. დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით, 2.28 პროცენტი გვაქვს, რაც მომატებულია, როგორც შვიდდღიანში, ასევე 14 დღიანში, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პრევენციული მდგომარეობები ერთის მხრივ რეკომენდაციების დაცვა და მეორეს მხრივ ვაქცინაციის მეტად გააქტიუტრება ამის საშუალება ბევრად მეტი გვაქვს, ვიდრე გვქონდა 2-3 კვირის წინ. ვაქცინაციამ იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ შევაჩეროთ ეპიდვითარების გაუარესება და მაისსა და ივნისში შევიდეთ შედარებით უფრო მშვიდობიანად.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა, „სინოფარმის“ დადებითი მხარეები.
„სინოფარმი“ არის ტრადიციულ, ინაქტივირებულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა, „სინოფარმის“ ვაქცინა უკვე გამოყენებულია მილიონობით ადამიანზე“. – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინა „სინოფარმი“ გამოიყენება როგორც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ისე სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში და ასევე ევროპაშიც.
„ჩინეთის გარდა, „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ვაქცინა ასევე ნაყიდი აქვს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას, ბრაზილიას, ჩილეს. ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მაღალი აქტივობით იყენებს უნგრეთი, სერბეთი და დაახლოებით 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ასე რომ, „სინოფარმი“ არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა.
მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს აქვს ხუთამდე ვაქცინა, აქედან საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება ორი, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“. ამას გარდა, ჩინეთის მთავრობა ასევე საქართველოს გადასცემს უსასყიდლოდ „სინოვაკის“ ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, უკვე დაახლოებით 15 მლნ დოზა, დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული აზერბაიჯანში. მასაც ფართო მოხმარება აქვს. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებენ აპრილის შუა რიცხვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას აღიარებს.
ჩინური ვაქცინა დავასაწყობოთ, მაგრამ არ გამოვიყენოთ, მისი ჩამოტანა დანაშაულია – გიორგი ფკახაძე