LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ საბჭოთა წარმოების ავტომობილებს ფლობენ ცნობილი ვარსკვლავები

155

ამ დღეებში ტომ ჰენკსმა თავის „ინსტაგრამზე“ უაზ-452-თან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. როგორც აღმოჩნდა, ვარსკვლავი მისი თაყვანისმცემელია და ის შენაძენით ამაყობს. გთავაზობთ ცნობილ ადამიანებს, რომელთა ავტოფარეხში საბჭოთა დროის ტრანსპორტი მოიპოვება.

 

ტომ ჰენკსი – უაზ-452

I got a new truck! I’m going camping! Hanx.

A post shared by Tom Hanks (@tomhanks) on

თაყვანისმცემლებმა ჰენკსს შენაძენი მიულოცეს და მას ხუმრობით შემდეგი სახის კომენტარები დაურთეს – „Run Forrest, run“, „მთავარია ავტოსერვისიდან შორს არ წახვიდეთ“ და ა.შ.

პირველად, უაზ-452 1965 წელს გამოჩნდა. 2016 წლიდან კი მისი განახლებული ვერსიაც გამოვიდა.

 

ბრედ პიტი – მოტოციკლი „ურალი“

პიტის ავტოფარეხში მოტოციკლმა „ურალი ტურისტმა“ საპატიო ადგილი რამდენიმე წლის წინ დაიკავა. სამ-თვლიანი ტრანსპორტი 1961 წლით თარიღდება, მისი მოდიფიცირებული ვერსია კი, რომელსაც მსახიობი ფლობს, 1991 წელს გამოვიდა. პიტი მისით კალიფორნიის ქუჩებში დადის და ხანდახან შვილებსაც ასეირნებს.

 

ჯეი ლენო – „ვოლგა“

ამერიკელი მსახიობი, ტელეწამყვანი და ავტომობილების კოლექციონერი, ჯეი ლენო 2013 წელს გაზ-21-ის მესაკუთრე გახდა. კალიფორნიაში მან 1966 წლის „ვოლგა“ ჩაიყვანა.

 

ჯეიმს ჰეტფილდი – მოტოციკლი К-750

ჯგუფ Metallica-ს ფრონტმენმა, ჯეიმს ჰეტფილდმა 2016 წელს საკუთარი კოლექცია იშვიათი ეგზემპლარით – მოტოციკლ К-750-ით შეივსო, რომლის წარმოებაც 1958 წელს დაიწყო. საჩუქარი მას რუსმა თაყვანისმცემელმა გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები