LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება 2024 წელს ისნის რაიონში – სახალხო პლატფორმა

1015
ნიკა-ელისაშვილი

რომელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება 2024 წელს ისნის რაიონში – ამ თემაზე გადაცემაში “სახალხო პლატფორმა” ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა ისაუბრა.

რა ბიუჯეტი აქვს გამგეობას მიმდინარე წელს?

ისნის რაიონის გამგეობის 2024 წლის ბიუჯეტი 28 408 600 ლარია. აქედან: ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 207 000 ლარია გამოყოფილი, ბმა-სთვის 5 768 000, სოციალური პროგრამებისთვის 6 698 300, ხოლო კულტურულ, სპორტული და შემეცნებითო ღონისძიებებისთვის 200 000 ლარი.

ძირითადად რას მოხმარდება ბიუჯეტი?

რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ან უახლოეს პერიოდში დაიწყება. მათ შორის გზის სრული რეაბილიტაცია, სკვერების,სპორტული მოედნების აღდგენა ან ახლის მოწყობა, სანიაღვრე ქსელის, გზის დამჭერი კედლის მოწყობა, ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ადგილას დასასვენებელი და გამწვანებული სივრცის მოწყობა. აღსანიშნავია ს. დოდაშვილის და თ. დავითაიას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. ორივე მისამართზე სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მიწისქვეშ განთავსდა საკომუნიკაციო სადენები. ამ ეტაპზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ს. დოდაშვილის ქუჩა 6500 კვ,მ ფართობია და გამგეობის ბიუჯეტიდან 1 140 000 ლარი იხარჯება, ხოლო, თ. დავითაიას ქუჩა 5400 კვ.მ. ფართობია და ბიუჯეტიდან 1 439 000 ლარია გამოყოფილი. გაბრიელ სალოსის გამზირის N17-ში, 25 ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, ახალი გამწვანებული, დასასვენებელი და გასართობი სივცე ეწყობა.

როგორც ვიცი, რაიონში პრობლემურია ლიფტების საკითხიც…

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეწყობის პროფრამის ფარგლებში გასულ წელს 71 ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდა და ბიუჯეტიდან 3 163 005 ლარი დაიხარჯა. წელსაც პრიორიტეტი ლიფტების რეაბილიტაციაა. ამ ეტაპზე უკვე 37 ლიფტი რეაბილიტირდა და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 70-მე გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g