LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი კომპანია განახორციელებს ელექტროძრავიანი ტაქსებით მომსახურებას?

75

დედაქალაქში ელექტროძრავიანი ტაქსებისთვის პარკირება უფასო იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარკირების წესში ცვლილება შევიდა. მთავარი მიზანი კი ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების წახალისებაა.

მუმლაძის განცხადებით, ელექტროძრავიანი ტაქსებისათვის, რომელთაც დამუხტვა სჭირდება და დედაქალაქში ამ მიზნით რამდენიმე ადგილი გაჩნდა, პარკირების პროცესი ასევე უფასო იქნება დამუხტვის პროცესშიც.

ამასთან, მისი თქმით, დღეისთვის თბილისში დაახლოებით 50-მდე ერთეული ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებაა, ორმა კერძო კომპანიამ კი გამოთქვა სურვილი, ელექტროძრავიანი ტაქსებით მომსახურება განახორციელოს. მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიებს დაეხმარება ადგილის შერჩევაში, რომელიც მათ იჯარით გადაეცემა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროძრავიანი ტაქსების დამუხტვისათვის ლოკაციის ადგილები გაჩნდა, მოთხოვნა გაჩნდა კომპანიების მხრიდან, მოხდეს ჩვენი მხრიდან ადგილების გამოყოფა. შეიქმნება ტაქსების კომპანიები, რომლებიც მომსახურებას გაუწევენ მგზავრებს. ამის მოთხოვნა უკვე გაჩნდა და ვმუშაობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, არსებობს კომპანია „ჯინო ფერედაისი“, რომელმაც მომართა მერიას. კომპანიას სურვილი აქვს იჯარით გადაეცეს ტერიტორიები, რათა ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებით განახორციელოს მგზავრთა მომსახურება“, – განაცხადა მამუკა მუმლაძემ და დასძინა „ჯინო ფერედაისის“ გარდა მათ კომპანია m2-მაც მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g