LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი კომპანიები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ

167
unnamed (15)

საქართველოს ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შრომის პირობების ინსპექტირების სამუშაო ჯგუფმა 6-14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. განმარტებულია, რომ  შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79-მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 მოქმედია ხოლო 14 ამჟამად საქმიანობას არ ეწევა.

შემოწმდა ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიები და მათ საკუთრებაში არსებული ობიექტები. სამინისტროს ინფორმაციით 30 მსგავსი კომპანიიდან ჯანდაცვის რეკომენდაციები მხოლოდ 27 დააკმაყოფილა.

საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სამინისტროს გვერდზე მითითებული სარეგისტრაციო ფორით მიმართეს კიდევ რამდენიმე კომპანიამ, თუმცა დადგენილი გაიდლაინების დაკმაყოფილება მხოლოდ 8 კომპანიამ შეძლო. უწყების ინფორმაციით, საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებისგან სულ შემოწმდა 101 კომპანია. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია – ვერ აკმაყოფილებს.

ეკონომიკის სამინისტრო შეამოწმებს, როგორ ახდენენ დამსაქმებლები თანამშრომელთა ტრანსპორტირებას

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შემოწმების პროცესს პირადად დაესწრო. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია, რომლის საქმიანობაც მთავრობის დადგენილებით ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების სავალდებულო დაცვის გათვალისწინებით. შემოწმების დასრულების შემდეგ, მინისტრმა დადებითად შეაფასა საწარმოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების შესრულების ხარისხი.

შემოწმების მიზნით მინისტრი შესაბამის ჯგუფთან ერთად სტუმრობდა „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოს. აღნიშნული საწარმო ერთ-ერთია იმ საწარმოებს შორის, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე“ მონაწილეობს. თურნავას განცხადებით, „აჭარა ტექსტილის“ ბათუმის საწარმოში ვიზიტის მთავარი მიზანი ინსპექტირების ჩატარებაა, თუ რამდენად ასრულებს საწარმო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ გაიდლაინებს. მინისტრის თქმით, საწარმოში ვიზიტი პირადად მისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ გადაეხადა მადლობა საწარმოში დასაქმებული მკერავებისთვის, რომელთა შეკერილი პირბადეებითაც მარაგდება ადგილობრივი ბაზარზი. უწყების ინფორმაციით, ორი სამინისტროს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი განაგრძობს კომპანიების შემოწმებებს.

“ეს არის ყველაზე ლამაზი აქსესუარი, ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია” – ნათია თურნავა

რაც შეეხება  საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებას,   ეკონომიკისა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა, სადაც მუშაობის აღდგენის მსურველმა კომპანიამ უნდა წარადგინოს ინფორმაცია იმ ობიექტ(ებ)ის შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამუშაოების გაგრძელება. გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტებმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე. შემდეგი საფეხური  ითვალისწინებს ობიექტების შემოწმებას და გაიდლაინების დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება უფლების მინიჭება.

სამინისტროს ინფორმაციით, წესების და რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, გამოიწერება ადმინისტრაციული ჯარიმა და შეუჩერდება საქმიანობის განხორციელების უფლება.

magti 5g