რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელმაც თვითიზოლაციის პერიოდსა და საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შესახებ ისაუბრა.
როგორი იყო შენთვის პანდემიის პერიოდი?
ძალიან რთული იყო, კედლებზე გავდიდი, ბოლოს შვილთან ერთად ვარჯიში დავიწყე. ახლა უკვე ვარჯიშები და ჩემპიონატები ყველა რეგულაციის დაცვით განახლდა, თუმცა ეს მხოლოდ პროფესიონალებში. ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდა თაობას არ ეძლევა ვარჯიშის საშუალება. ასევე რთულია გულშემატკივრების გარეშე თამაში, მაყურებელი ხომ დამატებითი მოთამაშეა, რომელიც მუხტს გიქმნის და გაძლიერებს.