LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ვაქცინით აიცრა ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში – 6 თვის მონაცემები

318
vaqcinacia 33

15 მარტიდან 5 სექტემბერის პერიოდში, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით 648 858 მოქალაქეა აცრილი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 444 505 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 204 353 პირი.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დანარჩენი ვაქცინების განაწილება ასეთია:

ჩინური ვაქცინა „სინოფარმით“ აცრილია 427 114 პირი, საიდანაც ერთი დოზით ვაქცინირებულია 260 254 მოქალაქე, ხოლო ორი დოზით 166 860 პირი.

ასევე ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ აიცრა 137 048 პირი, საიდანაც 1 დოზით ვაქცინირებულია 79 228 მოქალაქე, ორი დოზით კი 57 820 პირი.

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულია 118 461 მოქალაქე, საიდანაც ერთი დოზით 61 328 პირი აიცრა, ორი დოზით კი 57 133 მოქალაქე.

 

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები