LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომლის მთავრობაშიც ერთი ქალიც კი არ არის

122
Plenary Session - Presentation by the Commission President-elect of the College of Commissioners and their programme - Election of the Commission

უნგრეთი არის ერთადერთი ქვეყანა მთელს ევროკავშირში, რომლის ხელისუფლებაშიც ქალები არ არიან. უნგრეთის მთავრობა მხოლოდ მამაკაცებისგანაა დაკომპლექტებული, მას შემდეგ რაც იუსტიციის მინისტრი შეიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.

არადა ამ დროისთვის, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყოველი მესამე მინისტრი, მინისტრის მოადგილე ან სახელმწიფო მდივანი – ქალია. ყველაზე მეტი ქალი მსახურობს ფინეთში, სადაც მინისტრთა კაბინეტის ორი მესამედი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები არიან.

ნიდერლანდებში, ესპანეთში, ბელგიაში, პორტუგალიასა და ავსტრიაში – ქალები მთავრობის 50%-ს შეადგენენ. ასევე ბევრი მანდილოსანია შვედეთის, გერმანიის და საფრანგეთის მინისტრთა კაბინეტებში.

რეიტინგის მეორე ბოლოში არიან მალტა, ჩეხეთი და პოლონეთი, მთავრობაში ქალბატონთა 15%-იანი მაჩვენებლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g