ფლორენციის მაცხოვრებლებს პირადი ნივთები ტაქსიში სხვა იტალიელებზე უფრო ხშირად რჩებათ. ამის შესახებ ტაქსის გამოძახების სერვისის, Uber-ის უახლეს კვლევაშია ნათქვამი.
ყველაზე გულმავიწყი ქალაქების მეორე და მესამე ადგილები კატანიამ და პალერმომ გაინაწილეს. მეოთხე ადგილზე – ბოლონიაა, მეხუთეზე – მილანი.
იტალიელებს ტაქსიში ყველაზე ხშირად ტანსაცმელი რჩებათ, იქნება ეს უბრალოდ ჰუდი თუ სქელი ქურქი. გარდა ამისა, „დაკარგულ“ ნივთებს შორის აღმოჩნდება ხოლმე ხშირად ჩემოდნები, ჩანთები, საფულეები, ტელეფონები და სათვალეები.
კვირის დღე, როცა იტალიელებს მანქანაში ყველაზე მეტი ნივთი რჩებათ, არის შაბათი. ასევე, ყველაზე ხშირად ნივთები საღამოს 8 საათზე იკარგება ხოლმე.