LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომი-თბილისის რეისი დღეს შესრულდება: მგზავრებს შორის ერთი მძიმე პაციენტია (ვიდეო)

143
1296684995

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს შესრულდება რეისი რომი-თბილისის მიმართულებით. საგარეო უწყების წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ხანდაზმული პირები, სტუდენტები, შშმ პირები, ორსული ქალბატონები და ა.შ. მისი განმარტებით, დღეს მოხდება მძიმე პაციენტის გადმოყვანა, რომელსაც საქართველოში დახვდება რეანომობილი და გადაიყვანს შესაბამის დაწესებულებაში.

“დღეს, 21 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი) რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

https://www.facebook.com/mfageorgia/videos/793948667797218/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები