LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო უწყება – მოსკოვში გამართულ 3+3 ფორმატის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ჩვენთვის მიუღებელია

61
საგარეო უწყება

10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის, – ამის შესახებ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატი ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ კომენტარშია აღნიშნული, საქართველომ არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და 3+3 ფორმატში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას.

10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ხელმძღვანელობით. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები