LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომიდან დაბრუნებული დონალდ და მელანია ტრამპები აეროპორტში დაშორდნენ და სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრნენ

538
მელანია ტრამპი

დონალდ და მელანია ტრამპებმა რომიდან ნიუ-ჯერსიში დაშვებისთანავე განცალკევება გადაწყვიტეს. რომის პაპის დაკრძალვაზე ერთად ჩასული წყვილი სამგლოვიარო ღონისძიებაზეც არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული ურთიერთობით, მეტიც, ინტერნეტში მოხვდა კადრი, როგორ ცდილობს ტრამპი მელანიასთვის ხელის ჩაკიდებას, ის კი თავიდან იცილებს.

ამჯერად ვრცელდება ვიდეო, როგორ მიდის მელანია აეროპორტიდან მანქანით სხვა მიმართულებით. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ნიუ-ჯერსიში გოლფის სათამაშოდ გაემგზავრა. მელანია კი ნიუ-იორკში, ვაჟის, ბარონის სანახავად.

დიდი ხანია მედიაში წერენ, რომ ტრამპი და მელანია ერთად არ ცხოვრობენ და რომ პირველი ლედი მეტ დროს ნიუ-იორკში ატარებს, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ, არაფერია ცნობილი.

ფოტო/ვიდეო: პრეზიდენტისა და პირველი ლედის სადღესასწაულო ცეკვა და ნაზი ამბორი – რა აცვია მელანიას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g