LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი – დაე, იარაღი გაჩუმდეს, კმარა ძმებო, კმარა!

140
77-4

დაე, იარაღები გაჩუმდნენ, ისინი ვერასდროს მოიტანენ მშვიდობას, დაე, კონფლიქტი არ გავრცელდეს – კმარა ძმებო, კმარა! – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.

მისი თქმით, ბევრს ლოცულობს როგორც ისრაელელებისთვის, ასევე პალესტინელებისთვის.

„ყოველი ადამიანი, იქნება ეს ქრისტიანი, ებრაელი, მუსლიმი, თუ ნებისმიერი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ღვთის თვალში ძვირფასია და უფლება აქვს, მშვიდობიანად იცხოვროს“, – აღნიშნა პაპმა.

მისი თქმით, ღაზაში დაჭრილებს სასწრაფოდ უნდა დაეხმარონ, თავშესაფრები უნდა იყოს დაცული, მეტი ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეგზავნოს მოსახლეობას, მძევლები უნდა განთავისუფლდნენ.

„ნუ დავკარგავთ იმედს. ვილოცოთ, ვიმოქმედოთ დაუღალავად, რათა ადამიანურმა გრძნობამ გულქვაობას სძლიოს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g