„შეგვიძლია, ევროპას ვკითხოთ: საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და სხვა კონფლიქტების დასასრულებლად?“ – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.
„შეგვიძლია, ვკითხოთ მას [ევროპას]: „საით მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და მსოფლიოში სხვა კონფლიქტების დასასრულებლად, რომელიც ამდენ სისხლის ღვრას იწვევს? დასავლეთო, რა მიმართულებით მიცურავ?“ – აღნიშნა პაპმა.
მანვე აღნიშნა, რომ ოცნებობს ევროპაზე, დასავლეთის გულზე, რომელიც თავის უზარმაზარ ნიჭს კონფლიქტების მოსაგვარებლად და იმედის ლამპრების ასანთებად იყენებს.