„უკრაინაში მიმდინარე ომში ჩვენ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციების უძლურების მოწმენი ვართ“, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გაერო-ს კონსტიტუცია „ორგანიზაციას ამგვარ ძალაუფლებას არ ანიჭებს”.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნდობა გაჩნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ. ჩემი განზრახვა არ არის ვინმეს შეურაცხყოფა, ვიცი, რომ იქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ, მაგრამ ამ ეტაპზე გაეროს არ აქვს ძალა დაამტკიცოს თავისი უფლებამოსილება“, – განაცხადა რომის პაპმა.