რომის პაპსა და რუსეთის პატრიარქს შორის იერუსალიმში დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც ივნისში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.
შეხვედრის გაუქმების შესახებ უცხოური მედიასაშუალებები ვატიკანზე დაყრდნობით წერენ.
მედიასაშუალებების ცნობით, ფაქტს ადასტურებს თავად რომის პაპი ფრანცისკეც და მიზეზებზე საუბრობს.
La Nacion-თან მიცემულ ინტერვიუში რომის პაპი აცხადებს, რომ ეს გეგმა “შეჩერებულია”, რადგან ვატიკანის დიპლომატებმა ურჩიეს, რომ ასეთმა შეხვედრამ “ამ მომენტში, შეიძლება, ბევრი დაბნეულობა გამოიწვიოს”.
პაპი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პატრიარქ კირილთან კარგი ურთიერთობა აქვს.