ვატიკანის განცხადებით, რომის პაპი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.
ვატიკანის მთავარი ექიმის, ანდრეა არკანჯელის სამედიცინო დასკვნის თანახმად, რომის პაპმა ფრანცისკემ ინსულტი გადაიტანა, რასაც კომა და გულის გაჩერება მოჰყვა.
სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაპს ადრე ჰქონდა მწვავე რესპირატორული უკმარისობა, რომელიც გამოწვეული იყო ორმხრივი პნევმონიით, მრავლობითი ბრონქოექტაზიით, მაღალი არტერიული წნევით და II ტიპის დიაბეტით.