LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა მე-19 საუკუნის სასახლეში უსახლკაროები შეიფარა

211
BeFunky-collage (1)

წმინდა პეტრეს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე მე-19 საუკუნის სასახლე უსახლკაროებს დაუთმეს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის გაზრდის მიზნით შენობის სასტუმროდ გადაქცევა სურდათ, პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა, რომ სასახლეში უსახლკაროები შეესახლებინათ.

როგორც რომის პაპმა აღნიშნა, მოწყალების გაღება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური სარგებელი.

“სჯობს ათეისტი იყო, ვიდრე ყოველდღე ეკლესიაში დადიოდე და სხვებს აკრიტიკებდე” – რომის პაპის გამონათქვამები

შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ნოემბერში დასრულდა. მილიორის სასახლის 16 დარბაზში სულ 50 უსახლკარო მოთავსდა. ბენეფიციარებს აქვთ საკუთარი საწოლი და სველი წერტილი. მოხალისეებს კი მათთვის ყოველდღე ცხელი საკვები მიაქვთ.

ცხოვრების ელემენტარული პირობების შექმნის გარდა, რომის პაპი მიიჩნევს, რომ სასახლის მდიდრული ინტერიერი ბენეფიციარების სულიერ განწყობასაც აამაღლებს და ქუჩაში გაატარებულ ცუდ მოგონებებს დაავიწყებს.

პაპი ფარნცისკე ამბობს, რომ მშვენიერება კურნავს. თავშესაფრის ბენეფიციარებს განუსაზღვრელი ვადით შეუძლიათ აქ დარჩენა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g