LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო პორტუგალიის ნაკრებში არ ითამაშებს

121

მადრიდის ”რეალის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებში არ ითამაშებს, ოღონდ ოლიმპიურ თამაშებზე.
სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატით შემოიფარგლება.

რონალდომ აცნობა, რომ არ აპირებს ოლიმპიადაზე მონაწილეობას, სადაც გუნდებს 23 წელზე უფროსი სამი ფეხბურთელის თამაშის უფლება აქვთ. ოლიმპიური ფეხბურთი 4-20 აგვისტოს გაიმართება.

პორტუგალიას რიოს ოლიმპიადაზე ჯგუფში მეტოქეებად ჰონდურასი, ალჟირი და არგენტიანა ერგო.

რონალდო ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთხელ თამაშობდა – 2004 წელს. მაშინ პორტუგალია ჯგუფში ჩარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g