კრიშტიანo რონალდო შობას სპორტდარბაზში შეხვდა. ცნობილი ფეხბურთელისთვის დღესასწაული დასვენების მიზეზი ნამდვილად არ არის. სუპერვარსკვლავი ფიზიკურ დატვირთვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამის დასტურად მან „ინსტაგრამის“ საშუალებით დარბაზში გადაღებული ფოტოც გააზიარა.
აღსანიშნავია, რომ რონალდომ შობა მეგობრებთან ერთად იზეიმა და კლუბიდან პირდაპირ დარბაზში გაემართა. ფეხბურთელისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ალკოჰოლსა და გართობას ვარჯიში ამჯობინა.