LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ მესის აჯობა და მსოფლიოს ყველაზე ფულიანი სპორტსმენია

144
Screenshot-2023-05-03-104449-732x431

„ალ ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო „ფორბსის“ ვერსიით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.

პორტუგალიელის ჯამური შემოსავალი ბოლო 12 თვის განმავლობაში 136 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის მესამედი ხელფასია.

რეიტინგის მეორე ადგილს იკავებს პსჟ-ს ფორვარდი ლეო მესი, რომლის შემოსავალმა 130 მლნ დოლარი შეადგინა. ნახევარი – 65 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტებიდანაა.

სამეულს მესის თანაგუნდელი კილიან მბაპე ასრულებს. ფრანგის ფული 120 მლნ დოლარია. ხელფასი და ბონუსები 100 მილიონს შეადგენს.

კალათბურთელებს შორის რეიტინგში მოხვდნენ „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი (მე-4 ადგილი, 119.5 მლნ დოლარი), „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი (მე-8 ადგილი, 100.4 მლნ) და „ფინიქსის“ ფორვარდი კევინ დურანტი (მე-10 ადგილი, 89.1 მლნ).

მე-5 ადგილზეა მექსიკელი მოკრივე საულ ალვარესი – 110 მლნ დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები