ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ იტალიის ჩემპიონატში „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ უნიკალური რეკორდი დაამყარა.
34 წლის პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა და მნიშვნელოვან სტატისტიკურ მაჩვენებელს მიაღწია.
რონალდო – იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მინიმუმ 10 გოლი გაიტანა ყველა ტურნირში ბოლო 15 სეზონში.
„იუვემ“ 3:1 მოუგო „უდინეზეს“ და ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.
2019/2020 წლების სეზონში რონალდომ 11 გოლი შეაგდო 19 მატჩში.