კრიშტიანო რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სამი და მეტი გოლი გაიტანა ზედიზედ ორ ევროპის ჩემპიონატზე.
კრიშტიანო მაინც ყველას ჯობნის.
უელსთან ნახევარფინალში თავით გატანილი გოლი ჯერჯერობით მესამეა ამ ჩემპიონატზე.
პირველი ორი რონალდომ გეხსომებათ უნგრეთს გაუტანა ჯგუფურ ეტაპზე.
გარდა ამისა, რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის პირველობაზე სამ ნახევარფინალში ითამაშა.
კრიშტიანოს კიდევ ერთი რეკორდი, რომელსაც მესი ვერ დამხობს.
პორტუგალიელთა 31 წლის კაპიტანმა პირველად 2004 წლის ევროზე ითამაშა ნახევარფინალში (ჰოლანდიას მოუგო 2:1, პირველი რონალდომ გაიტანა), შემდეგ იყო ევრო 2012-ის ნახევარფინალი (ესპანეთთან წააგეს პენალტებით) და ახლა უელსთან მოგება.
და კიდევ: რონალდო უელსთან შეხვედრაში საუკეთესოდ დაასახელეს. მან ევროს ისტორიაში ეს აღიარება მეხუთედ მოიპოვა და ახლა მეორე ადგილზეა.
მიმდინარე ჩემპიონატზე რონალდო უნგრეთთან მატჩში აღიარეს საუკეთესო ფეხბურთელად. კიდევ ორჯერ ევრო 2012-ზე და ერთხელაც ევრო 2008-ზე.
ამ მაჩვენებლით ლიდერი ესპანელი ანდრეს ინიესტაა – 6 მატჩის საუკეთსო. მესამე ადგილს პირლო და ზიდანი იყოფენ 4-4 ჯილდოთი.
გარდა ამისა, რონალდოს ევროპის ჩემპიონატებზე უკვე ცხრა გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ფრანგ მიშელ პლატინის გაუთანაბრდა. შანსი რჩება, რომ რონალდო ამ მხრივაც ერთპიროვნული ლიდერი გახდეს და აქაც ყველაზე მაგარი იყოს.