რონალდოს მაკრატელამ მხატვარი შთააგონა და მანაც Swarovski-ის კრისტალებით მორთული ფეხბურთელი აღბეჭდა.
კრიშტიანოს უხდება, როდესაც მისგან ქანდაკებას არ აკეთებენ.
რონალდოს ჯადოსნური გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურინის „იუვენტუსის“ კარში ალბათ გახსოვთ, როდესაც ის ჯერ კიდევ „რეალში“ თამაშობდა. ამ გოლმა კოლუმბიელ მხატვარს მუზა გაუღვივა და ეს გოლი ძვირფასად გააფორმა.
„მადლობა კრიშტიანოს, რომ მენდო“, – დაწერა ინსტაგრამზე მხატვარმა Mr Bling-მა და როგორც ჩანს თავად სუპერფეხბურთელიც კმაყოფილი დარჩა ნამუშევრით.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მოქანდაკე ემანუელ სანტოშმა კრიშტიანოს სრულიად უაზრო ქანდაკება გააკეთა, რომელიც მადეირას აეროპორტშია. ერთი წლის შემდეგ ავტორმა ოდნავ შეაკეთა ნამუშევარი და ბიუსტს შედარებით ადექვატური იერი მისცა.