„რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო იძულებულია, მაროკოში მეგობრის სანახავად ვიზიტების რაოდენობა შეამციროს. ეს მოთხოვნა ფეხბურთელს კლუბის ხელმძღვანელებმა წამოუყენეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დისციპლინის მეტად დაცვა, რომ გუნდი არ დაზარალდეს.
ჟურნალისტები ფეხბურთის ვარსკვლავისა და მაროკოელი ბოქსიორის ბადრ ჰარის რომანზე აქტიურად საუბრობენ. სპორტსმენები ერთმანეთს ძალიან ხშირად ხვდებიან და დროს მხიარულად ატარებენ. ესპანური პრესის ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში ჰარის სანახავად გადაფრენისას რონალდომ 21 მლნ დოლარი დახარჯა.
ფრანგული ტელეგადაცემა Touche pas a mon sport-ის წამყვანმა დანიელ რიოლომ კი მაყურებელს განუცხადა, რომ „რეალის“ თავდამსხმელი არა მხოლოდ მეგობრობს მაროკოელთან, არამედ მასთან ინტიმური კავშირიც აქვს.
რონალდომ ახალი წლის დღესასწაულები მაროკოში ჰარისთან და „რეალის“ ფეხბურთელთან – ბენზემასთან ერთად გაატარა. ამისთვის 30 წლის ფეხბურთელმა იქირავა სასტუმროს ნომერი, რომლის ღირებულება დღეში 2.4 ათასი ევროა.