LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუმ პლანეტაზე ყველაზე მსუქანი ადამიანი გაამხნევა

139

მადრიდის ”რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ადამიანი გაამხნევა. წონაში დაკლების მოტივაციისათვის 37 წლის მექსიკელ ანდრეს მორენოს პორტუგალიელმა მაისური გაუგზავნა.

მორენო 435 კილოგრამს იწონის და დღეის მდგომარეობით პლანეტაზე ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანია.

”მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით რონალდუს ჩემი სიტუაციისადმი ყურადღების გამოჩენისათვის. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს რამდენიმე თვით ადრე საშობაო საჩუქარი მივიღე” – განაცხადა მორენომ.

ანდრეს მორენომ წინა კვირაში ოპერაცია გაიკეთა და კუჭის 70% მოიჭრა. ბოლო რამდენიმე წელია ის ლოგინს არის მიჯაჭვული და მრავალი დაავადებით იტანჯება.

მექსიკელი ანდრეს მორენო 5,8 კილოგრამი დაიბადა და ათი წლის ასაკში უკვე 120 კილოგრამს იწონიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g