ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 78 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 35 ათას ტონამდე რქაწითელი, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველი 2024 კახეთის ყველა რეგიონში სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობს. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული.
ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.