ვლადიმერ პუტინის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, რუბლი ორ წლიან მინიმუმამდე გაუფასურდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა, 1 დოლარის ღირებულებამ 80 რუბლს გადააჭარბა. რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, 1 დოლარი 79,2 რუბლი (-0,7%) ღირდა.
ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ შემცირდა რუსული კომპანიების აქციების ფასიც. საღამოს ვაჭრობაში აქციები საშუალოდ 18%-ით გაუფასურდა. მაგალითისთვის, მსოფლიოში ალუმინის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, რუსული UC Rusal-ის აქციები დღეს, მოსკოვის დროით 08:51 სთ-ზე, 22%-ზე მეტად დაეცა. ეს არის Rusal-ის აქციების ყველაზე დიდი ვარდნა 2018 წლის შემდეგ.