ბუქარესტის პრეზიდენტის სასახლეში ამიერიდან ნებისმიერი მსურველი შეძლებს მოხვედრას. სასახლის ოფიციალურ დარბაზებში, რომლებსაც ადრე მაღალი დონის შეხვედრებისთვის იყენებდნენ, უქმეებზე ექსკურსიები ჩატარდება. სიახლის შესახებ Romania Insider წერს.
ვიზიტორებისთვის 30-ზე მეტი ოთახი გაიღება, მსურველები შეძლებენ ასევე შიდა ეზოს და ბაღის ნახვასაც. გარდა ამისა, ყოველ შაბათ-კვირას ტურისტები რეზიდენციის დაცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროსაც ნახავენ.
სასახლის ძველ ნაწილში ბუქარესტის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ნაციონალური მუზეუმია განთავსებული, 20 ათასზე მეტი ექსპონატით. თუმცა, თავად პრეზიდენტის სამყოფელი ვიზიტისთვის აქამდე დახურული იყო.
შენობა XIX საუკუნის ბოლოს აშენდა და თავიდან მას სამეფო რეზიდენციის ფუნქცია ჰქონდა. მონარქიის გადავარდნის შემდეგ ის პიონერთა სასახლედ გადააკეთეს, შემდეგ კი იყო უცხოელი მაღალი რანგის სტუმრების რეზიდენციაც. ჩაუშესკუს გადაგდებიდან, ანუ 1991 წლიდან კი რუმინეთის პრეზიდენტის სასახლედ გადააკეთეს.