LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თხოვნით მივმართავ კოლეგებს, მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს

74
რუმინეთის საგარეოს მინისტრი - Bogdan Aurescu

„თხოვნით მივმართავ კოლეგებს, მეტად დაუჭირონ მხარი პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, მოლდოვასა და საქართველოს“, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ NATO-ს საგანგებო მინისტერიალამდე განაცხადა.

„დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების ნამდვილად ძალიან დროული შეხვედრაა, რამდენადაც რუმინეთი შეშფოთებულია, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის რეაგირება, რომელიც ნატომ უნდა იქონიოს რუსეთის აგრესიაზე, თანმიმდევრული კონსოლიდაცია აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და თავდაცვის პოზიციის თვალსაზრისით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავაჩქაროთ საბრძოლო ჯგუფების შექმნა რუმინეთში, რომელსაც საფრანგეთი უხელმძღვანელებს“, – განაცხადა აურესკუმ.

როგორც ბოგდან აურესკუმ აღნიშნა, რომ ნატომ უნდა გადახედოს თავის ფილოსოფიასა და ინფრასტრუქტურას, რადგან მდგომარეობა ახლა სრულიად განსხვავებულია.

„უნდა მოვარგოთ ეს პოზიცია არსებულ რეალობას, რომელიც გვიჩვენებს, რომ რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინასა და ბელარუსში იმყოფებიან“, – განაცხადა აურესკუმ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო ფისკალური წლიდან, ნატოს ბიუჯეტში რუმინეთი მშპ-ის 2.5 პროცენტამდე გაზრდის შენატანს, ნაცვლად არსებული 2 პროცენტისა.

ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-ს საგანგებო შეხვედრისთვის ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. შეხვედრას NATO-ს პარტნიორი ქვეყნების რანგში ესწრებიან ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები.

ასევე, შეხვედრაზე მიწვეულია საგარეო საქმეთა დ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც. დღევანდელ მინისტერიალზე განსახილველი მთავარი საკითხი უკრაინაში არსებული ვითარებაა.

სლოვენია საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს : სლოვენიის პრემიერ-მინისტრი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები