LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთის სავაჭრო ცენტრებში ველოსიპედებს უფასოდ შეაკეთებენ

104
756

რუმინეთის 12 ქალაქში მდებარე 18 სავაჭრო ცენტრში ველოსიპედების შეკეთებისთვის თვითმომსახურების უფასო სადგურებს გახსნიან. სიახლის შესახებ Romania responsabila წერს.

სადგურებზე იქნება ყველა საჭირო ინსტრუმენტი, იქნება ეს ტუმბო საბურავების დასაბერად თუ სახრახნისები. გარდა ველოსიპედისტებისა, ამ ლოკაციებზე სკუტერის, საბავშვო ეტლის ან შშმ პირის სავარძლის შეკეთებაც იქნება შესაძლებელი.

საკონსულტაციო კომპანია Nhood-ის კვლევამ აჩვენა, რომ ველოსიპედი რუმინელთა შორის გადაადგილების პოპულარული ტრანსპორტი ვერ არის, თუმცა მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

დღეისთვის ბუქარესტში საყიდლებზე სიარულისთვის ავტომობილს ადგილობრივთა მესამედზე ნაკლები იყენებს. ექსპერტთა აზრით, ეს უკვე მიუთითებს ადგილობრივთა მზაობაზე, გამოიყენონ ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები