LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება

103

1-ელი ივლისიდან, კვირაში სამი სიხშირით ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს რუმინული სახელმწიფო ავიაკომპანია TAROM-ი განახორციელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება რუმინული ავიკომპანიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მიიღეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერმა, დეა მაჭავარიანმა განაცხადა, რუმინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია „ტარომთან“ მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებენ და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარების კუთხით.

,,რუმინეთსა და საქართველოს შორის, აქამდე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასდროს განხორციელებულა. ივლისიდან ბუქარესტის მიმართულებით, საქართველოს უკვე ორი საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება პირდაპირი ფრენები. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუმინეთის დედაქალაქის მიმართულებით სახელმწიფო ავიაკომპანია „ტარომი“ იფრენს, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ განახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ავიამიმართულებები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გააღრმავებს“, – განაცხადა დეა მაჭავარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები