რუმინელ მშობლებს, რომელთა ბავშვების ასაკიც 11 წლამდეა, დისტანციურად მუშაობის საშუალებას მისცემენ, თანაც თვეში ოთხჯერ მაინც. გამოცემა Romania-Insider-ის ინფორმაციით, ჩინოვნიკებს სურთ, რომ მოსახლეობას ოჯახთან მეტი დროის გატარების საშუალება ჰქონდეს.
ახალი კანონი მოიაზრებს, რომ დასაქმებულები სახლიდან მუშაობას მათთვის სასურველ ნებისმიერ დღეს შეძლებენ. გამონაკლისი იქნება ის სიტუაციები, როცა პროფესიის სპეციფიკა სამუშაო ადგილზე ყოფნას საჭიროებს.
გარდა ამისა, განცხადებას თანამშრომელმა თან უნდა დაურთოს მეორე მშობლის წერილიც, სადაც ის დააზუსტებს რომ ამ დღეს დისტანციურად მუშაობის უფლება არ მოუთხოვია.