LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს დიპლომატებს 23 ქვეყნიდან გააძევებენ, ისლანდიამ კი რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა

85

სკრიპალის საქმის გამო, რუს დიპლომატებს მსოფლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ. ქვეყნებს დიპლომატიურ უწყებაში მომუშავე დაზვერვის 130 ოფიცერი დატოვებს.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ, დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ ავსტრალიამ და ისლანდიამ განაცხადეს. ამასთან, ისლანდიამ რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადა და მოსკოვთან მაღალი რანგის ურთიერთობები შეწყვიტა.

ტერეზა მეიმ მოკავშირე ქვეყნებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ისინი აღარ შეეგუებიან რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფისა და დასავლური ღირებულებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g