LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს მილიარდერს ყოფილი ცოლისთვის £453 მილიონის გადახდა მოუწევს

94

ბრიტანეთში, ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მამაკაცს, განქორწინება 453 მილიონი ფუნტი უჯდება.

ამის შესახებ ინფრომაციას გამოცემა THE TIMES ავრცელებს.

მილიარდერს მისი ყოფილი ცოლისთვის ამ თანხის გადახდა სასამართლომ დააკისრა, რადგან ცოლი „პრაქტიკული“ დედაა (ანუ თავად უვლის შვილებს) და მან ქორწინებაში, რომელიც ორ ათეულ წელს გაგრძელდა, ფინანსურად თანაბარი წვლილი შეიტანა.

წყვილს ორი ბავშვი ჰყავს, დედა მათ ძიძის გარეშე უვლიდა. ის ასევე, ყოფილი ქმრის ბავშვს ზრდიდა, რომელიც მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა.

გადასახადი „სადაზღვეო აქტივების“ 41,5% შეადგენს. (სადაზღვეო აქტივების ღირებულება 1 მილიარდი ფუნტია).

წყვილის სურვილია, რომ პრესამ მათი ვინაობა არ გაამხილოს. თუმცა, ცნობილია, რომ მამაკაცი ბრიტანეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია.
ასევე,  The Times-მა წყვილის ვინაობის გამხელის გარეშე, მათზე მცირე ინფორმაცია გაავრცელა.

მამაკაცი 61 წლის რუსეთში დაბადებული მილიარდერია, რომელიც ლონდონში გაზისა და ნავთობის სფეროში მოღღვაწეობს.

მისი ყოფილი მეუღლე კი 44 წლის აღმოსავლეთ ევროპაში დაბადებული „დიასახლისია“. მამაკაცი, მის ყოფილ მეუღლეს 1989 წელს შეხვდა, როდესაც მოსკოვში სწავლობდა. ისინი 4 წლის შემდეგ მოსკოვშივე დაქორწინდნენ და ამავე წელს გადავიდნენ ლონდონში საცხოვრებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები