ცნობილი რომანების „მეტრო 2033“ და „ტექსტის“ ავტორი დიმიტრი გლუხოვსკი შესაძლოა, დაიჭირონ. რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ცნობილ ავტორზე საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც მწერალმა რუს ხალხს უუფლებო უწოდა. ინფორმაცია „ტელეგრამზე ვრცელდება.
გლუხკოვსკიმ მონაწილეობა მიიღო ირინა შიხმანის გადაცემაში, სადაც ღიად ისაუბრა რუს ხალხზე:
,,რუსი ხალხი ახლა უუფლებოა. რუს ადამიანს არ აქვს უფლება იმ სახელმწიფოში, რომელშიც ცხოვრობს, არ აქვს უფლება ილაპარაკოს, დაიცვას თავი. ყველამ იცის, რომ ხმას ამოიღებს და დაიჭერენ“ – ამბობს მწერალი.
„ეს ომი არის რუსეთის სირცხვილი!! – ცნობილი რუსი მომღერლები პუტინს უპირისპირდებიან