LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვრცხვენია!“ „ჩვენი ქვეყანა კოსმოსური სისწრაფით ეცემა ძირს“  – რუსი ჟურნალისტები პუტინის წინააღმდეგ  ღიად გამოდიან

302
russia228

ხელოვანების კვალდაკვალ, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ამჯერად რუსი ჟურნალისტები, პუბლიცისტები, ტელეწამყვანები და სხვა დარგის წარმომადგენლები ეხმიანებიან.

„არ გვჯერა პუტინის განცხადების!“ „სირცხვილი ჩვენ!“, „გვაპატიეთ, თუ შეძლებთ“ – რუსი ხელოვანები პუტინის წინააღმდეგ ღიად გამოდიან

პუბლიცისტი და ჟურნალისტი ალიონა დოლეცკაია პუტინის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს:

„ძალიან მრცხვენია, შეშინებული და უსუსური ვარ, ალბათ უნდა ვაკეთო ის, რაც ვიცი და ასე გამოვხატო ჩემი პროტესტი. არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

ცნობილი რუსი ბიზნესმენი და ინფლუენსერი მიროსლავა დუმა ასევე ვლადიმერ პუტინის კრიტიკით გამოვიდა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა:

„უკრაინელების გამო ვლოცულობ, უბრალო მოქალაქეების გამო. ჩემი დები და ძმები ახლა უკრაინაში არიან. ბებიამ ლოცვა უკრაინულ ენაზე მასწავლა… ჩემი გული გატეხილია, სასოწარკვეთილი ვარ“, –  წერს მიროსლავა სოციალურ ქსელში.

მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება ტელეწამყვანი ავრორა, ის წერს:

„საშინელი დღეები გვიდგას, სირცხვილია, რომ ქვეყანას მართავენ ადამიანები და გადაწყვეტილებებს იღებენ ჩემი სახელით, სირცხვილია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ამ რეჟიმს ამართლებს, ჩვენი ქვეყანა კოსმოსური სისწრაფით ეცემა ძირს“.

ფოტო: „ისტორია განსჯის!“ – ცნობილ ქართველები უკრაინის მხარდასაჭერად 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g