LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები არსად არ გაიშვებიან: სპარტაკის ფანებმა ბილბაოში პოლიციელი მოკლეს (ვიდეო)

34

ევროპის ლიგაზე ბილბაოს “ატლეტიკსა” და “სპარტაკის” მატჩის წინ მომხდარი არეულობა მსხვერპლით დასრულდა.
რუსული გუნდის 400 გულშემატკივარმა, რომელიც “სან მამესის” სტადიონთან უბილეთოდ მივიდა, ბოთლები და ფაიერები დაუშინა ბასკური დაჯგუფება Herri Norte-ს წევრებს, რის შემდეგაც, საქმეში პოლიცია ჩაერია.

არულობას ერთი სამართალდამცველი ემსხვერპლა. მას მოსკოვური გუნდის გულშემატკივრის მიერ ნასროლი ფაიერი მოხვდა, სიკვდილი კი გულის შეტევამ გამოიწვია.

მომხდარის შედეგად პოლიციამ ხუთი ადამიანი დააპატიმრა.

 

მთავარმა ესპანურმა სპორტულმა გაზეთმა Marca-მ ბილბაოში მომხდარი არეულობებისას გარდაცვლილი პოლიციელის ფოტო პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სათაურით – “ბარბაროსობა”.

გაზეთის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზარალებულია კიდევ სამი ადამიანი.
გარდა ამისა, გაზეთი სვამს კითხვას – რა შეიძლება მოხდეს 2018 წლის ზაფხულში რუსეთში, როცა იქ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება?

“გვაშინებს ის, რაც შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდეს”, – წერია პირველ გვერდზე.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=kxIa34ArcpY

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=x4rInfbpKMo

 

სხვათა შორის, თავად რუსულ სპორტულ პრესაშიც დაიწერა, “სპარტაკის” ფანებმა ბილბაოში სატანის მეჯლისი მოაწყვესო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები