LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები კიდევ ერთხელ დავამარცხეთ, წინ მთავარი მატჩია (ფოტოები)

64

ქართველმა მორაგბეებმა ერთხელაც დასცეს რუსი დათვები და ულაპარაკო გამარჯვება მოიპოვეს გასვლით შეხვედრაში – 24:7. მთელი თამაში ქართველთა უპირატესობით წარიმართა და უფრო ძლიერის და შესაბამისად გამარჯვებულის ვინაობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ.

ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში რუსეთმა ბორჯღალოსნებს სოჭში უმასპინძლა. ყოფილ სლავა მეტრეველი სახელობის სტადიონზე, რომელსაც დღეს „იუგ სპორტი“ ეწოდება, ქომაგებიც საკმარისად შეგროვდნენ და როგორც სოჭში ტრადიციულად ხდება უხვად მივიდნენ ადგილობრივი ქართველები, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ ბორჯღალოსნებს.
ამ გამარჯვებით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდეს, თუმცა წინ უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრინციპული მატჩია რუმინეთის წინააღმდეგ. წლევანდელი სეზონის დამაგვირგვინებელი თამაში ერთ კვირაში, 19 მარტს 17:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ბილეთები ორშაბათიდან გაიყიდება. ფასი 3 და 5 ლარი.

რუსებთან მატჩში კი სამი ლელო მივითვალეთ. მატჩის დასაწყისში ანგარიში ჯარიმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა – 3:0.

მალევე მეტოქის ლელოს ხაზი თამაზ მჭედლიძემ გადაკვეთა. თაზოს ლელო კვირიკაშვილმა გარდასახა – 10:0. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ტაიმში რუსეთის ლელოში ანტონ ფეიქრიშვილმა დაამიწა. აღსანიშნავია, რომ ფეიქრიშვილის ლელო ერთ-ერთში ჰგავდა მის მიერვე თავის კლუბში ერთი კვირით ადრე დადებულ ლელოს. ესეც მეკომ გარდასახა – 17:0.

მორიგი 5 ქულა ბორჯღალოსანთა ყულაბას გიორგი ნემსაძემ მიამატა. კვირიკაშვილის არდასახვა კვლავ ზუსტი იყო – 24:0.

მატჩის დასრულებამდე ერთი ლელო მასპინძლებმა გაქვითეს, რომელიც რამილ გაისინმა მიითვალა, ხოლო იური კურშნარიოვმა გარდასახა და მატჩის საბოლოო ანგარიში 24:7 დააფიქსირა.
საქართველო

15 მერაბ კვირიკაშვილი
14 გიორგი აფციაური (23 მურაზ გიორგაძე 76)
13 დავით კაჭარავა
12 თამაზ მჭედლიძე (22 ლაშა მალაღურაძე 65)
11 სანდრო თოდუა
10 ლაშა ხმალაძე
9 გიორგი ბეგაძე (21 ვასილ ლობჟანიძე 69) /
1 კახა ასიეშვილი (17 ზურაბ ჟვანია 55)
2 შალვა მამუკაშვილი (16 ჯაბა ბრეგვაძე 55 სბ 69)
3 ანტონ ფეიქრიშვილი (18 გიორგი მელიქიძე 62)
4 გიორგი ჩხაიძე (19 კოტე მიქაუტაძე 62)
5 გიორგი ნემსაძე სბ 38
6 შალვა სუთიაშვილი (კაპ)
7 საბა შუბითიძე (20 ბექა გორგაძე 56)
8 ლაშა ლომიძე (მამუკაშვილი 69-78)

3ლ: მჭედლიძე ფეიქრიშვილი ნემსაძე; 3გ ჯ: კვირიკაშვილი

 

 

27934_1000340116729754_5825091476115634782_n

1044960_1000340063396426_2005332215515387985_n

1909561_1000387586725007_6201603704877843937_n

10533267_1000340056729760_2646194713994517595_n

10583887_1000340110063088_8721494432430865611_n

10599118_1000340250063074_4796126446023870304_n

12804802_1000387883391644_3431302353418768319_n

12805807_1000387590058340_4212003595854780714_n

12805840_1000387576725008_1658043944289217596_n

12805930_1000387846724981_1038793074920156587_n

12814748_1000387610058338_3626967814565874652_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g