LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსების ფილმში ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, მაგრამ უარი თქვა, რადგან სრულიად გიჟად უნდა წარმოვეჩინე – მიხეილ სააკაშვილი

299
maxresdefault

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის შესახებ ბევრი ფილმია გადაღებული, თუმცა მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ წარმოაჩენენ ან რას დაწერენ მასზე.

„ჩემ შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული. პუტინმა გადაიღო ჩემსა და ტიმოშენკოს შესახებ ფილმი. ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. რუსებს უნდა გადაეღოთ კიდევ ერთი ფილმი, სადაც ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, თუმცა ბოლო მომენტში ქეიჯმა უარი თქვა, რადგან მათ სურდათ, სრულიად გიჟი ვეჩვენებინე.

ფილმი ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მაჩვენებენ და საერთოდ, რა დაიწერება ჩემზე. ეს მართლა ასეა. გულწრფელად გეუბნებით. ჩემთვის მთავარია, რომ დღესვე ვნახო შედეგები. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე. მაინც ვერ წავიკითხავ ამას და ვერც ვნახავ. მინდა, დღესვე თქვენთან ერთად ვნახო შედეგები, დავტკბე ამ შედეგებით და დავიწყო შემდეგ შედეგების მიღწევა. ამაშია ცხოვრების არსი – საჭიროა მოძრაობა, არსებობისთვის, შედეგებისთვის ბრძოლა და იმისთვის, რომ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

mazda magti 5g