ოკუპანტებმა დღეს საღამოს ხერსონის რეგიონი დაბომბეს.
სამხარეო სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის ცნობით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 4 ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, რუსებმა ცეცხლი საცხოვრებელ უბანს გაუხსნეს,რის შედეგადაც 35 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა მისი ცოლი და 9 წლის შვილი.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა მშვიდობიანმა მოქალაქემ.