LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა” – რუსებმა ნიკოპოლში ტაძარი დაბომბეს

150
630_360_1681628209-135

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლში მდებარე ერთ-ერთ ტაძარს დაარტყეს, შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ ქალაქში დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, ორი ავტომობილი და რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზი. გარდა ამისა, დაზიანებულა ოთხი და განადგურებულია ერთი სამეურნეო შენობა.

„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათში არაფერია წმინდა, ნიკოპოლის ტაძარს მძიმე არტილერიით დაარტყეს, ორი ადამიანი დაშავდა, 57 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი“ – დაწერა ლისაკმა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g