LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა მარიუპოლის პორტში, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს

189
SMARTA

„რუსმა ოკუპანტებმა, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის SMARTA-ს მეზღვაურები გაიტაცეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

უფლებადამცველის ინფორმაციით, გემზე უკრაინის 18 მოქალაქე და 1 ეგვიპტელი იმყოფება. წინასწარი მონაცემებით, ისინი დროებით ოკუპირებული დონეცკის მიმართულებით წაიყვანეს.

სატვირთო გემი მარიუპოლის პორტში, 21 თებერვალს შევიდა და თურქეთის მიმართულებით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, ზღვაზე გასვლის უფლება არ მისცეს და ის მარიუპოლის პორტის მე-18 ნავმისადგომზე დარჩა.

„მარიუპოლის საზღვაო კომერციული პორტის ტერიტორიაზე, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის SMARTA-ს ეკიპაჟის წევრები და გემის კაპიტნის ცოლი, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა ბორტზე, დაიჭირეს და წაიყვანეს გაურკვეველ ადგილას.

18 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა, 1 – ეგვიპტის, მეზღვაურების დატყვევებამდე რუსულმა ჯარებმა გემს ცეცხლი გაუხსნეს.“ – წერს Facebook-ზე ლუდმილა დენისოვა და იქვე დასძენს, რომ ასეთი ქმედებები, 1950 წლის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მკაცრი დარღვევაა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები