LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ოლიმპიადაზე ლენინი და საბჭოთა დროშები გამოფინეს: როგორი იყო პასუხი

64

პიონჩანგში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მედიის ყურადღება რუსი გულშემატკივრების ჯგუფმა მიიქცია, რომლებმაც სამთო-სათხილამურო სპრინტის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე საბჭოთა კავშირის ორი დროშა გამოფინეს. მოხალისეებისა და წესრიგის დამცველების არაერთი თხოვნის მიუხედავად მათ დროშები არ აკეცეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

რუსი გულშემატკივრები პოლიციას უმტკიცებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროშები და ატრიბუტიკა, რუსეთის დროშისაგან განსხვავებით, ოლიმპიურ თამაშებზე აკრძალული არ არის, თუმცა სამართალდამცველებსაც საკმაოდ მყარი არგუმენტი აღმოაჩნდათ. ”ვინაიდან ასეთი ქვეყანა არ არსებობს, ტრიბუნებზე არც მისი დროშის გაშლაა ნებადართული”, – განაცხადეს პოლიციელებმა და სამართალდამრღვევები სტადიონის ტერიტორიიდან მიაბრძანეს.

 

კომუნისტური სიმბოლიკა კორეაში სახელმწიფო დონეზეა აკრძალული. ასე რომ, ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსი ქომაგები კიდევ კარგად გადაურჩნენ სანქციებს. მათ, როგორც ტურისტებს, პოლიცია უფრო ლოიალურად მოექცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g