LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 2 თანამშრომელი გაიტაცეს

56
Untitled design (1)

რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაიტაცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ენერგოატომი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გატაცებულია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი და ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის თანაშემწეზე.

„ისინი გუშინ, 17 ოქტომბერს, რუსმა ბირთვულმა ტერორისტებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამ დროისთვის მათი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ცნობილი არაფერია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ენერგოატომი“ მოუწოდებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს, რაფაელ გროსს და მსოფლიო საზოგადოებას, ყველაფერი იღონონ გატაცებული თანამშრომლების ტყვეობიდან გასათავისუფლებლად და მათ სამსახურში დასაბრუნებლად.

ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დროს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის გატაცების შემთხვევები გახშირდა. 12 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ მცირე, 529 ასეთი შემთხვევაა ცნობილი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები