LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთ-უკრაინის ომის მოწინააღმდეგე და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი სოხუმის აეროპორტით დაინტერესდა

147
ოლეგ ოლიგარქი

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შემდეგ, სოხუმის აეროპორტის ჯერი დადგა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტის თემაც უკვე გადაწყვეტილია. აეროპორტით დაინტერესდა რუსი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მაქსიმ რეშეტნიკოვის აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის განახლების ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი Базовый элемент-ი.

კომპანია  რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.

“რუსეთი გაძლებს ამ აგარაკის გარეშეც, გავძლებთ თუ არა ჩვენ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე, დიდი კითხვაა“ – ბჟანიას მოსახლეობა დაუპირისპირდა

აღსანიშნავია, რომ ოლეგ დერიპასკამ რუსეთ-უკრაინის იმის დაწყების შემდეგ ტელეგრამზე დაწერა:

“მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს!” – წერდა  დერიპასკა.

მარტის დასაწყისში მან ომის საწინააღმდეგო მორიგი განცხადება გაავრცელა. მიუხედავად ამისა, ის მაინც მოხვდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაში.

2017 წელს დერიპასკამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, რომელიც 2022 წლის აპრილში ჩამოერთვა, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო.

ოლეგ დერიპასკას საკუთრებაშია რუსეთის ალუმინის  მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია Rusal-ის 45%-იანი წილი.

მის ქონებას Forbes-ი 4 მილიარდ დოლარად აფასებს. ის აშშ-ის ეკონომიკური სანქციების ქვეშ 2018 წლიდან იმყოფება.

სერგეი შამბა: “თუ ბიჭვინთაში რუსები იქნებიან, აგრესორი თავდასხმას ვერ გაბედავს”

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 11 აგვისტოს სოხუმში რუსეთისა და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრებს შრის გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა სოხუმის აეროპორტის აღდგენა.

პირობები შემდეგია:

  • რეალიზაციის პირობები,
  • თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მართვის უფლება,
  • საჰაერო მოქმედების ობიექტი,
  • ენერგოკვების წყარო,
  • უსაფრთხოების სისტემები აფხაზეთს რჩება.

აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არის ერთობლივი პროექტი.

შეგახსენებთ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდგება.

ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და დოკუმენტებიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები